შპს „საქექსპერტიზა“ 1961 წელს ქ. თბილისში ჩამოყალიბდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.
აღნიშნული საექსპერტო საქმიანობა ხორციელდება დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების მომართვით და სამართალდამცავი ორგანოების დადგენილებების საფუძველზე. საქექსპერტიზა უზრუნველყოფს პროფესიონალების მიერ დასაბუთებული ექსპერტიზის აქტისა და დასკვნის გაცემას, რომელიც არის ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი და უტყუარი მტკიცებულება საარბიტრაჟო, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში.
საქექსპერტიზის მომსახურებით სარგებლობენ: როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურები; კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები, ასევე ფიზიკური პირები.
საქექსპერტიზა ახორციელებს დამოუკიდებელ საექსპერტო მომსახურების შემდეგი მიმართულებით:
ოპერატიულობა და სიზუსტედარგის წამყვანი ექსპერტები მინიმალურ ვადაში, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე გასცემენ დასაბუთებულ ექსპერტიზის აქტს, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს და უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ სხვა სუბიექტებთან წარსადგენად. |
კონკურენტული ფასებისაქექსპერტიზა მომხმარებელს მომსახურების პროფესიონალიზმსა და მაღალ ხარისხთან ერთად კონკურენტულ ფასებს სთავაზობს |
მარტივი პროცედურებიექსპერტიზისა და შეფასებისთვის მომხმარებლებს უწევთ მარტივი პროცედურის გავლა, როგორიცაა განცხადებით მომართვა სასურველ მომსახურებაზე |
ქალაქის : 0322696862
უზნაძის ქ. #4 ,
0112 თბილისი, საქართველო